კონტენტზე გადასვლა

პოლონეთის ვიზა

პოლონეთის სამუშაო თუ სხვა მიზნობრიობით ვიზაზე განაცხადის შეტანაში ჩვენი პრფესიონალთა გუნდი დაგეხმაერბათ.

დამუშავება
15 დღე
მოქმედება
90 - 365 დღე
შესვლა
მრავალჯერადი
საკონსულო გადასახადი
200€

პოლონეთი დღეს ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული არჩევანია მათთვის, ვინც გეგმავს ევროპაში მოგზაურობას ან სამუშაოდ გადასვლას. ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, სამუშაო შესაძლებლობები ბევრ სექტორშია და ინფრასტრუქტურა კარგად განვითარებულია, რაც მას რეალურ ალტერნატივად აქცევს როგორც მოკლევადიანი ვიზიტებისთვის, ისე გრძელვადიანი გეგმებისთვის.

საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ბიომეტრიული პასპორტის შემთხვევაში შენგენის ზონაში, მათ შორის პოლონეთში, ტურისტულად გამგზავრება შესაძლებელია ვიზის გარეშე — მაქსიმუმ 90 დღით 180 დღის განმავლობაში. თუმცა თუ მიზანი არის მუშაობა, სწავლა ან ხანგრძლივი დარჩენა, ამ შემთხვევაში შესაბამისი ვიზის მიღება სავალდებულოა და პროცესი უკვე ინდივიდუალურად ფასდება.

პოლონეთის ვიზა, როგორც სამართლებრივი ინსტრუმენტი, განსაზღვრავს რა პირობებით და რა ვადით შეგიძლია ქვეყანაში ყოფნა. პრაქტიკაში გამოიყენება სამი ძირითადი ტიპი: სატრანზიტო ვიზა აეროპორტისთვის, მოკლევადიანი შენგენის ვიზა და გრძელვადიანი ეროვნული ვიზა, რომელიც უკვე მუშაობასა და სწავლას უკავშირდება. მთავარი აქ არის არა მხოლოდ ვიზის ტიპის არჩევა, არამედ სწორად განსაზღვრული მიზანი და შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც საბოლოო გადაწყვეტილებაზე პირდაპირ მოქმედებს.

ვის სჭირდება პოლონეთის ვიზა

პოლონეთის ვიზა სჭირდება იმ პირებს, ვისაც აქვს შემდეგი მიზნები ან პირობები:

  • სამუშაოდ გამგზავრება პოლონეთში
  • სწავლა უნივერსიტეტში ან სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა
  • 90 დღეზე მეტი ხნით დარჩენა ქვეყნის ტერიტორიაზე
  • სტაჟირება ან პროფესიული პრაქტიკის გავლა
  • გრძელვადიანი ბიზნეს საქმიანობა ან კონტრაქტი
  • ოჯახის გაერთიანება (ოჯახის წევრთან ხანგრძლივი ყოფნა)
  • სამეცნიერო ან კვლევითი საქმიანობა
  • არაბიომეტრიული პასპორტის გამოყენების შემთხვევაში ნებისმიერ ვიზიტზე

პოლონეთის ვიზის ტიპები

პოლონეთის ვიზები იყოფა ვიზიტის მიზნისა და ყოფნის ხანგრძლივობის მიხედვით. საქართველოს მოქალაქეებისთვის აქტუალურია შემდეგი ძირითადი კატეგორიები:

A ტიპი — აეროპორტის სატრანზიტო ვიზაგამოიყენება მხოლოდ აეროპორტის საერთაშორისო ზონაში ტრანზიტისთვის, არ გაძლევს შენგენის ზონაში შესვლის უფლებას. საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც წესი, არ არის საჭირო. ღირებულება დაახლოებით €80.

C ტიპი — შენგენის მოკლევადიანი ვიზამაქსიმუმ 90 დღე 180 დღიან პერიოდში. გამოიყენება ტურიზმისთვის, საქმიანი ვიზიტისთვის, სტუმრობისთვის ან მკურნალობის მიზნით. მოქმედებს მთელ შენგენის სივრცეში. ღირებულება დაახლოებით €80.

პოლონეთის D კატეგორიის ვიზაგაძლევს 90 დღეზე მეტხანს დარჩენის უფლებას, მაქსიმუმ 1 წლამდე. გამოიყენება სამუშაოსთვის, სწავლისთვის, სტაჟირებისთვის ან სხვა გრძელვადიანი მიზნებისთვის. მოქმედებს პოლონეთში და დამატებით გაძლევს შენგენში გადაადგილების შესაძლებლობას 90/180 წესით. ღირებულება €200.

⚡ ბიომეტრიული პასპორტის შემთხვევაში — ტურისტული მიზნებით პოლონეთში მოგზაურობა შესაძლებელია ვიზის გარეშე 90 დღემდე.

D ტიპის ეროვნული (სამუშაო) ვიზა — დეტალურად

პოლონეთის D ტიპის ვიზა წარმოადგენს გრძელვადიანი ყოფნის სამართლებრივ საფუძველს და ყველაზე ხშირად გამოიყენება დასაქმების მიზნით. ეს ვიზა საშუალებას გაძლევს დარჩე პოლონეთში 90 დღეზე მეტი ვადით, მაქსიმუმ 1 წლამდე, და უკვე პირდაპირ უკავშირდება კონკრეტულ მიზანს — ძირითადად სამუშაოს ან სწავლის ფორმატში. პრაქტიკაში, განაცხადის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ მოწვევაზე, არამედ დოკუმენტაციის სიზუსტეზე და მიზნის სწორ პოზიციონირებაზე.

მიზანი აღწერა
სამუშაო ხელშეკრულებით დასაქმება დამსაქმებლის ოფიციალური ნებართვის საფუძველზე მუშაობა
სეზონური სამუშაო დროებითი დასაქმება კონკრეტულ პერიოდში
უმაღლესი განათლება უნივერსიტეტში სწავლა
პროფესიული სწავლება სპეციალიზებული კურსები და ტრენინგები
სამეცნიერო კვლევა კვლევით პროექტებში მონაწილეობა ან ინსტიტუტში მუშაობა
სტაჟირება პრაქტიკული გამოცდილების მიღება კურსდამთავრებულებისთვის
ოჯახის გაერთიანება პოლონეთში მცხოვრებ ოჯახის წევრთან გრძელვადიანი ყოფნა
ბიზნეს საქმიანობა კომპანიის მართვა ან საქმიანობაში მონაწილეობა

მნიშვნელოვანი: D ტიპის ვიზა გაძლევს უფლებას გადაადგილდე შენგენის სხვა ქვეყნებში 90 დღემდე 180 დღიან პერიოდში, თუმცა ძმუშაობის უფლება და  ადგილი მაინც პოლონეთია.

D ტიპის ეროვნული (სამუშაო) ვიზისთვის საჭირო დოკუმენტაცია :

  • სავიზო განაცხადის ფორმა — შევსებული სისტემაში, ამობეჭდილი და ხელმოწერილი
  • ფერადი ფოტოსურათი — 3.5 × 4.5 სმ, თეთრ ფონზე, ბოლო 6 თვეში გადაღებული, სახე 70-80%
  • მოქმედი პასპორტი — გაცემული ბოლო 10 წელში, მინ. 3 თვის ვადით დაბრუნების შემდეგ, მინ. 2 თავისუფალი გვერდი
  • პასპორტის ასლები — პერსონალური გვერდი + ყველა ვიზიანი და ბეჭდიანი გვერდი
  • სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა — მინ. €30,000 სადაზღვევო თანხით, ყოფნის მთელი პერიოდისთვის
  • პირადობის მოწმობა (ID) — საქართველოში ლეგალური ცხოვრების დამადასტურებელი
  • ფინანსური საშუალებების დამადასტურებელი — საბანკო ამონაწერი (მინ. 3 თვე), სამგზავრო ჩეკები ან ცნობა ბანკიდან
  • საცხოვრებლის დამადასტურებელი — ოფიციალური მოწვევა ან სასტუმროს ჯავშანი
  • სამუშაო ნებართვა — ვოევოდას ოფისში რეგისტრირებული ნებართვა , იგივე ზაზვოლენია (დედანი + ასლი)
  • აპოსტილით დამოწმებული ნასამართლობის ცნობა ახალი 2025 — სავალდებულოა 2025 წლის 1 მარტიდან

დამატებითი დოკუმენტები სტუდენტებისთვის:

  • უნივერსიტეტიდან მიღების წერილი (Acceptance Letter)
  • სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ან ნაწილობრივი გადახდა)
  • განათლების დამადასტურებელი დიპლომი/ატესტატი
  • აკადემიური ტრანსკრიპტი (ნიშნები)
  • ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტები
    (საბანკო ანგარიში, სპონსორის წერილი ან შემოსავლის წყარო)
  • საცხოვრებლის დადასტურება
    (უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი ან ქირის ხელშეკრულება)
  • სამოტივაციო წერილი
    (რატომ ირჩევ პოლონეთს და კონკრეტულ პროგრამას)
  • CV (რეზიუმე) — ზოგ შემთხვევაში სავალდებულოა

მნიშვნელოვანი: სტუდენტურ ვიზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწავლა იყოს რეალური მიზანი და არა ფორმალური მიზეზი — კონსული ამოწმებს რამდენად შეესაბამება შენი განათლება, არჩეული პროგრამა და სამომავლო გეგმა ერთმანეთს.

C ტიპის შენგენის ვიზა

შენგენის C ტიპის ვიზა განკუთვნილია მოკლევადიანი ვიზიტებისთვის — მაქსიმუმ 90 დღე ყოველ 180 დღიან პერიოდში. იგი მოქმედებს მთელ შენგენის ზონაში (27 ქვეყანა). საქართველოს მოქალაქეებისთვის: ბიომეტრიული პასპორტის მფლობელებს ტურისტული, საქმიანი ან ოჯახის მონახულების მიზნით მოკლევადიანი ვიზიტისთვის შენგენის ვიზა არ ესაჭიროებათ. C ტიპის ვიზა საჭიროა მხოლოდ არაბიომეტრიული პასპორტის მფლობელებისთვის ან სპეციალური მიზნობრიობისას.

C ტიპის ვიზის მოთხოვნის შემთხვევები:

  • პოლონეთი შენგენის ზონაში ვიზიტის ერთადერთ ან ძირითად მიზანს წარმოადგენს
  • შენგენის ერთზე მეტ ქვეყანაში ვიზიტი, სადაც პოლონეთი მთავარი დანიშნულებაა
  • შენგენის ზონის საზღვარს პირველად პოლონეთში კვეთთ

თბილისში პოლონეთის საელჩო ასევე წარმოადგენს სლოვენიას შენგენის მოკლევადიან ვიზებთან დაკავშირებით.

პოლონეთის ვიზის შევსების პროცესი

პოლონეთის ვიზის განაცხადი მოითხოვს თანმიმდევრულ და ზუსტ მოქმედებებს. თითოეული ეტაპი ერთმანეთზეა დამოკიდებული, ამიტომ პროცესის სწორად მართვა გადამწყვეტია.

  • რეგისტრაცია-პირველ ეტაპზე ხდება ონლაინ რეგისტრაცია სისტემაში, სადაც ირჩევ შესაბამის ვიზის ტიპს (სამუშაო ან სხვა კატეგორია) და იწყებ განაცხადის შევსებას. სამუშაო ვიზის შემთხვევაში სრული ფორმის დასასრულებლად გაქვს შეზღუდული დრო, ამიტომ პროცესი უნდა დასრულდეს დროულად.
  • სავიზო განაცხადის შევსება და ამობეჭდვა
    ფორმა ივსება სრულად, შემდეგ ხდება მისი ამობეჭდვა და ხელმოწერა. ყველა ინფორმაცია უნდა ემთხვეოდეს დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს — მცირე სხვაობაც კი შეიძლება გახდეს პრობლემის მიზეზი.
  • დოკუმენტაციის მომზადება
    ამ ეტაპზე იკრიბება სრული პაკეტი: პასპორტი, ფოტო, დაზღვევა, ფინანსური საბუთები, სამუშაო ნებართვა და საჭიროების შემთხვევაში ნასამართლობის ცნობა აპოსტილით. დოკუმენტების თანმიმდევრობა და სიზუსტე კრიტიკულია.
  • ვიზიტის დაჯავშნა და საკონსულოში გამოცხადება
    რეგისტრაციის შემდეგ ირჩევ ვიზიტის თარიღს და გამოცხადდები პირადად საკონსულოში სრული დოკუმენტაციით. განაცხადი მიიღება მხოლოდ წინასწარი ჯავშნის საფუძველზე.
  • ბიომეტრიული მონაცემების ჩაბარება
    საკონსულოში წარადგენ დოკუმენტებს და აბარებ ბიომეტრიულ მონაცემებს, რაც სავალდებულო ეტაპია.
  • მოსაკრებლის გადახდა
    საკონსულო მოსაკრებელი იფარება ადგილზე, ნაღდი ანგარიშსწორებით ევროში. გადახდილი თანხა არ ბრუნდება, მიუხედავად საბოლოო გადაწყვეტილებისა.
  • გადაწყვეტილების მოლოდინი და პასპორტის გატანა
    განაცხადის განხილვა საშუალოდ დაახლოებით 10 სამუშაო დღეს მოითხოვს, თუმცა პრაქტიკაში შეიძლება გახანგრძლივდეს რამდენიმე კვირამდე. მზადყოფნის შემდეგ პასპორტის გატანა ხდება პირადად განსაზღვრულ საათებში.

⚠️ ყურადღება: განაცხადის შეტანა არ უნდა გადადო ბოლო მომენტამდე — რეკომენდებულია პროცესი დაიწყო გამგზავრებამდე მინიმუმ 2–3 კვირით ადრე, რათა დრო გქონდეს შესაძლო შეფერხებების მართვისთვის⚠️

რა ღირს პოლონეთის ვიზა

ოფიციალური საფასური საშუალოდ 80–200 ევროს ფარგლებშია, თუმცა რეალური ხარჯი თითქმის ყოველთვის უფრო მაღალი გამოდის. გარდა საკონსულო მოსაკრებლისა, ემატება სხვადასხვა ტექნიკური და სერვისული ხარჯები, რაც საბოლოო ბიუჯეტზე პირდაპირ აისახება. სწორად დაგეგმილი ფინანსური ნაწილი ამცირებს რისკებს და თავიდან აგარიდებს პროცესის შეფერხებას.

დამატებითი ხარჯები:

  • სავიზო ცენტრის მომსახურების საფასური
  • დოკუმენტების თარგმნა და ნოტარიული დამოწმება
  • სამოგზაურო დაზღვევა (სავალდებულო)
  • ფოტო გადაღება სტანდარტის შესაბამისად
  • საბანკო ამონაწერების მომზადება (ზოგ შემთხვევაში)
  • კურიერის მომსახურება (დოკუმენტების გაგზავნა/მიღება)
  • საცხოვრებლის დაჯავშნის ხარჯი
  • ავიაბილეთების წინასწარი დაჯავშნა

გახსოვდეთ: საკონსულო მოსაკრებელი იხდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით (ევროში) და არ ექვემდებარება დაბრუნებას — კონსულის გადაწყვეტილების მიუხედავად.

რამდენ ხანში მზადდება პოლონეთის ვიზა

ოფიციალური ვადა 10–20 სამუშაო დღეა, თუმცა რეალურად დამოკიდებულია სეზონზე და განაცხადების რაოდენობაზე. თუ დოკუმენტები თავიდანვე სწორია, პროცესი სწრაფდება. წინააღმდეგ შემთხვევაში იწყება დამატებითი მოთხოვნები და დაგვიანება.

პოლონეთის ვიზაზე უარის მიზეზები

უარის ძირითადი მიზეზები თითქმის ყოველთვის განმეორებადია:

  • არასრული ან არასწორი დოკუმენტები
  • ფინანსური მდგომარეობის არასაკმარისი დასაბუთება
  • მიზნის გაურკვევლობა
  • წარსული დარღვევები

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალი განაცხადი, არამედ სწორი ანალიზი და უარის შემდგომი გასაჩივრება.

პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა — რას უნდა ელოდო

პოლონეთში შესვლისას საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასაზღვრო ოფიცერი. ვიზა ან უვიზო რეჟიმი არ ნიშნავს ავტომატურ დაშვებას — ადგილზე ხდება შენი ვიზიტის მიზნის და სანდოობის დამატებითი შემოწმება.

საზღვარზე, როგორც წესი, გკითხავენ:

  • რა არის შენი მოგზაურობის მიზანი
  • სად აპირებ დარჩენას
  • რა ფინანსური რესურსი გაქვს

ამ ეტაპზე ხშირად ითხოვენ დამადასტურებელ დოკუმენტებს, როგორიცაა ავიაბილეთები, სასტუმროს დაჯავშნა და სამოგზაურო დაზღვევა. თუ შენი პასუხები ან დოკუმენტები არ ემთხვევა განაცხადში მითითებულ ინფორმაციას, ოფიცერს აქვს უფლება არ შეგიშვას ქვეყანაში.

მნიშვნელოვანია: ყველა ინფორმაცია უნდა იყოს ერთმანეთთან სრულ თანხვედრაში — მარშრუტი, საცხოვრებელი და ფინანსები უნდა ქმნიდეს რეალურ და ლოგიკურ სურათს. სწორედ ამ ეტაპზე ხდება ყველაზე ხშირად შეცდომების გამოვლენა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

წინა ვიზის გამოყენების დადასტურება

თუ ბოლო 2 წლის განმავლობაში გქონდათ პოლონეთის სამუშაო ვიზა, ახალი განაცხადისას მნიშვნელოვანია დაადასტუროთ, რომ წინა ვიზა გამოყენებული იყო დანიშნულების შესაბამისად. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ უნდა წარადგინოთ ZUS (სოციალური დაზღვევის) და PIT (გადასახადების) ამონაწერები, რაც აჩვენებს, რომ რეალურად მუშაობდით და არა მხოლოდ ფორმალურად იყენებდით ვიზას. ეს ერთ-ერთი კრიტიკული ფაქტორია, რადგან კონსული ამოწმებს რამდენად სანდოა თქვენი სავიზო ისტორია და რამდენად სწორად იყენებთ მინიჭებულ უფლებებს.

დასაქმების წესების ცვლილება — რა შეიცვალა

ახალი რეგულაციებით, დასაქმების დეკლარაციების (oświadczenie) სისტემა აღარ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან პოლონეთში მუშაობისთვის საჭირო ხდება სრულფასოვანი სამუშაო ნებართვა (zezwolenie na pracę). ძველი წესით გაცემული დეკლარაციები ძალაში რჩება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაცემულია ცვლილებამდე და მოქმედების ვადა ჯერ არ არის ამოწურული. პრაქტიკაში ეს ზრდის მოთხოვნებს დამსაქმებელზე და ამცირებს სწრაფი დასაქმების შესაძლებლობას.

⚠️ მნიშვნელოვანი: სამუშაო ვიზაზე განაცხადისას აუცილებელია, რომ მოწვევა და ნებართვა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული — სხვა შემთხვევაში განაცხადი ვერ გაივლის⚠️

VIZASUPPORT.GE სერვისი

პოლონეთის ვიზის განაცხადი მხოლოდ ფორმის შევსება არ არის — ეს არის პროცესის სწორად მართვა. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს, რომ განაცხადი იყოს ლოგიკური, თანმიმდევრული და მაქსიმალურად სანდო. ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას ვიზაზე, მაგრამ ვზრუნავთ იმაზე, რომ შენს განაცხადში არ დარჩეს შეცდომა ან სუსტი წერტილი.

რას მოიცავს სერვისი:

  • 📋 სავიზო აპლიკაციის შევსება — ფორმის სრულად და პროფესიონალურად შევსება სისტემაში
  • 📑 დოკუმენტაციის ჩამონათვალი — პერსონალიზებული სია კონკრეტულად შენი მიზნის მიხედვით
  • 🔍 დოკუმენტების გადამოწმება — დეტალური ანალიზი შეცდომებისა და წინააღმდეგობების აღმოსაფხვრელად
  • 📸 ფოტოს ადაპტაცია — 3.5×4.5 სმ სტანდარტის შესაბამისი ვიზის ფოტო
  • 📱 კონსულტაცია — კონკრეტულ ქეისზე მორგებული რეკომენდაციები
  • 📅 ვიზიტის დაჯავშნა — რეგისტრაცია და დროის ოპტიმალურად შერჩევა
  • 🔐 მონაცემთა დაცვა — პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხო დამუშავება
  • 📄 ნასამართლობის ცნობა + აპოსტილი — ახალი მოთხოვნების შესრულებაში სრული მხარდაჭერა

polonetis viza : პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები

ვიზის პროცესში ყველაზე ხშირი შეცდომები ხდება დეტალებზე. სწორედ ამიტომ, წინასწარ სწორად მომზადება პირდაპირ გავლენას ახდენს შედეგზე და ამცირებს უარის რისკს.

ვიზის შევსებამდე:

  • შეამოწმე პასპორტის ვადა — უნდა ფარავდეს დაბრუნებიდან მინიმუმ 3 თვეს და ჰქონდეს მინიმუმ 2 ცარიელი გვერდი
  • განაცხადში მითითებული მონაცემები სრულად უნდა ემთხვეოდეს დოკუმენტებს
  • სამუშაო ვიზისთვის წინასწარ მოამზადე ნასამართლობის ცნობა აპოსტილით
  • სამედიცინო დაზღვევა უნდა ფარავდეს მთელ ყოფნის პერიოდს (მინიმუმ €30,000 დაფარვით)

პოლონეთში ყოფნისას:

  • ვიზა არ ნიშნავს ავტომატურ შესვლას — საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასაზღვრო ოფიცერი
  • ვიზის ვადის გადაცილება ითვლება სერიოზულ დარღვევად (ჯარიმა, დეპორტაცია, შესვლის აკრძალვა)
  • ტურისტული ვიზით ან უვიზო რეჟიმით მუშაობა აკრძალულია
  • შენგენის 90/180 დღის წესი ყოველთვის მოქმედებს და უნდა კონტროლდებოდეს

მნიშვნელოვანი: ყველა დოკუმენტი, მარშრუტი და ფინანსური ნაწილი უნდა იყოს ერთმანეთთან შესაბამისობაში — ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რასაც ამოწმებენ როგორც საკონსულოში, ისე საზღვარზე.

საკონსულო ინფორმაცია (თბილისი)

პოლონეთის საელჩო თბილისში მდებარეობს ო. ონიაშვილის ქუჩა 24-ში.
საკონსულო განყოფილება მუშაობს წინასწარი რეგისტრაციით, ამიტომ ვიზიტის დაჯავშნა აუცილებელია.
საკონტაქტო დრო: 12:00–14:00
ოფიციალური ვებგვერდი: gov.pl/web/georgia

პრაქტიკული რჩევა:
რეგისტრაცია და დოკუმენტების მომზადება დაიწყე დროულად — განსაკუთრებით სეზონურ პერიოდში, როდესაც მოთხოვნა იზრდება და თავისუფალი თარიღები სწრაფად ივსება.

საჭირო საბუთები

  • პასპორტი (მოქმედი)
  • შევსებული განაცხადის ფორმა
  • ბიომეტრიული ფოტო
  • საბანკო ამონაწერი
  • დასაქმების ცნობა / შემოსავლის დადასტურება
  • სასტუმროს დაჯავშნის დადასტურება
  • ავიაბილეთების რეზერვაცია
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • ნასამართლეობის ცნობააპოსტილი)
  • ზაზვოლენიე

ხშირად დასმული კითხვები

არა, პოლონეთი-ში ტურისტული ვიზიტისთვის 90 დღემდე ვიზა არ არის საჭირო (შენგენის უვიზო რეჟიმი).

თუ გეგმავთ მუშაობას, სწავლას ან 90 დღეზე მეტხანს დარჩენას.

რეგისტრაცია ხდება ვონლაინ და შემდეგ დოკუმენტების ჩაბარება.

საშუალოდ 10–20 სამუშაო დღე.

არასრული დოკუმენტები, ფინანსური სუსტობა და განაცხადში შეუსაბამობები.

მზად ხართ ვიზის მისაღებად?

დაგვიკავშირდით დღეს.